მანანა ზურაბიშვილი 2017
ინტელი
Sunday, October 8, 2017
დღე მერვე
დღეს გავიხსენეთ თუ როგორ უნდა დავამატოთ ბლოგზე ღილაკები და დრაივიდან როგორ გადმოვიტანოთ საქაღალდეები ბლოგზე.ჩამოვთვალეთ სრული სია დავალებებისა.უკვე დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი ტრენინგი.მადლობა ბატონ დათოს.
Sunday, October 1, 2017
დღე მეშვიდე
დღეს გავეცანით შეფასების სხვადასცხვა ფორმებს.პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ მიმდინარე შეფასება.გავეცანით შეფასების დაგეგმვის ცხრილს,რომელსაც გამოვიყენებთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისთვის .
Sunday, September 24, 2017
მეექვსე დღე
დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ შესასრულებელი დავალებების ჩამოთვლით.განვიხილეთ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.სახალისო იყო IQ ტესტის შევსება.გავიმეორეთ POWER POINT -ში როგორ ავაწყოთ პრეზენტაცია.კიდევ განვიხილეთ შემდეგი აპლიკაციები კალენდარი,you tube, რუკა,თარგმანი.გავიხსენეტ როგორ უნდა გადმოვწეროთ you tube -იდან ვიდეოები.განვიხილეთ პრეზენტაციების რუსული საიტი viki.rdf.ru და დავათვალიერეთ საუკეთესო ნიმუშები.
Saturday, September 23, 2017
დღე მეხუთე
დღეს განვიხილეთ საავტორო უფლებების ყველა პუნქტი.ვისწავლეთ როგორ უნდა შევავსოთ გამოყენებული უფლებების მარტივი შაბლონი.აგრეთვე ვისაუბრეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის MLA და APA შევსების ფორმაზე.შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი.გავეცანით უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებს.ბლოგზე კომენტარების დადების წესიც ვისწავლეთ.მომეწონა დღევანდელი ტრენინგი.
Sunday, September 17, 2017
დღე მეოთხე
დღეს შევისწავლეთ დრაივზე მუშაობა word-სა და exel-ში.ვისწავლეთ პროექტის დამხმარე კითხვარის შედგენა და კითხვარში სურათებისა და ვიდეოების ჩასმა.
Saturday, September 16, 2017
დღე მესამე
მომეწონა დღევანდელი ტრენინგი,მიუხედავად იმისა რომ ძნელად მომეჩვენა ყველაფერი.დაწვრილებით განვიხილეთ ის საკითხი,თუ როგორ უნდა დავსვათ საკვანძო კითხვები.გავიხსენეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა და ვიდეოს და სურათის დადება ბლოგზე.
Sunday, September 10, 2017
დღე მეორე
ძალიან მომეწონა დღევანდელი ტრენინგი.გავიხსენეთ ძველი მასალა.ვისწავლეთ სიგელების,მოსაწვევი ბარათების და საიფორმაციო ბროშურების შექმნა.გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალს
Subscribe to:
Posts (Atom)